weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რუსთავი 2“ ჟურნალისტმა გურამ როგავამ დატოვა

10:08 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტმა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გურამ როგავამ დატოვა. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მაყურებელს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ „ვერ დააბრუნა „პოსტსკრიპტუმი“, რომლის ამბიციაც იყო ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით“.

„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე. ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი. ცვლილებების დროა! მადლობა მაყურებელს, რომელიც გადაცემა P.S.-ის მოულოდნელი გაუჩინარების გამო, წუხილს მიზიარებდა, მამხნევებდა და ჩვენი გუნდის ეთერში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა“, – წერს გურამ როგავა.

11 ივლისს, P.S.-ის პირდაპირ ეთერში გურამ როგავამ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა – ხელისუფლება გააკრიტიკა და სოლიდარობა გამოუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ ოპერატორის, 5 ივლისს ჯგუფურად ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

საგანგებო ეთერში გურამ როგავამ ფურცლები გადახია და თქვა: „წარმოიდგინეთ, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციაა. წარმოიდგინეთ, რომ მე ვარ პრემიერ-მინისტრი, რომელიც მწვანე შუქს უნთებს მოძალადეებს; მე ვარ ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს კანონს; მე ვარ ოპოზიცია, რომელიც ღიად მხარდაჭერას ვერ გამოხატავს სუსტი ჯგუფების, უმცირესობების მიმართ - წინ არჩევნებია; მე ვარ რუსული, მოძალადე დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ძირს უთხრის; მე ვარ ის მოძღვარი, რომელიც მრევლს მოუწოდებს, რომ შვიდობიანი მოქალაქეები ჩაქოლონ. ეს მოხდა ორშაბათს - საქართველოს კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]