ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი პორტალის დანერგვის მიზანი ერთი მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა, ხოლო, მეორე მხრივ, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირებაა.
გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე 100 ათას სულ მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საქართველოში დღეში კოვიდ 19-ის საშუალოდ 4042 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც 100 ათას მოსახლეზე 109 შემთხვევას უდრის. მაღალია სიკვდილობის მაჩვენებელიც - დღეში საშუალოდ 40 ადამიანი კვდება, რაც 100 ათას მოსახლეზე 1.08%-ია.