მიმდინარე კვირის დინამიკა ასეთია:
- 9 აგვისტო (ორშაბათი) – დაინფიცირდა 2236 და გარდაიცვალა 44 ადამიანი
- 10 აგვისტო (სამშაბათი) – დაინფიცირდა 5697 და გარდაიცვალა 54 ადამიანი
- 11 აგვისტო (ოთხშაბათი) – დაინფიცირდა 5352 და გარდაიცვალა 48 ადამიანი
გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე 100 ათას სულ მოსახლეზე კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში ვლინდება.
ამ რუკის მიხედვით, საქართველოში ბოლო კვირაში, დღეში „კოვიდ 19“-ის საშუალოდ 4042 ახალი შემთხვევა დასტურდება, რაც 100 ათას სულ მოსახლეზე 109 შემთხვევას უდრის. მაღალია სიკვდილობის მაჩვენებელიც – დღეში საშუალოდ 40 ადამიანი კვდება. 100 ათას სულ მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებელი 1.08%-ია.
საქართველოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსი სულ 466 326 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 412 420 გამოჯანმრთელდა, 6279 კი გარდაიცვალა.