weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კოვიდის 5128 ახალი შემთხვევიდან 2236 თბილისშია, 811 – აჭარაში, 537 – იმერეთში, 398 კი კახეთში

11:38 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

კორონავირუსით ინფიცირების 5128 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2236 შემთხვევა ფიქსირდება, რეგიონებს შორის კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ვირუსი 811 ადამიანს დაუდასტურდა.

დანარჩენ რეგიონებში შემდეგი მონაცემებია: იმერეთი – 537, კახეთი – 398, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 287, შიდა ქართლი – 280, ქვემო ქართლი – 246, გურია – 106, სამცხე-ჯავახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის 47 601 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 37 686 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 6627 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1355 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 ადამიანი;
  • 3288 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე 100 ათას სულ მოსახლეზე კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში გამოვლინდა.

ამ რუკის მიხედვით, საქართველოში ბოლო კვირაში, დღეში „კოვიდ 19“-ის საშუალოდ 4042 ახალი შემთხვევა დასტურდება, რაც 100 ათას სულ მოსახლეზე 109 შემთხვევას უდრის. მაღალია სიკვდილობის მაჩვენებელიც – დღეში საშუალოდ 40 ადამიანი კვდება. 100 ათას სულ მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებელი 1.08%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]