weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რა ახალი შეზღუდვები იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე

17:23 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

„როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი დელტა შტამის ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიურობის მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ცალკეული შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში, შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს:

  • შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
  • სრულიად იზღუიდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.
  • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.
  • კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.

საკოორდინაციო საბჭო საჯარო უწყებებს აძლევს დავალებას, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს კერძო დამსაქმებლებს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3310 კი გამოჯანმრთელდა.

5128 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2236 შემთხვევა დაფიქსირდა, რეგიონებს შორის კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ვირუსი 811 ადამიანს დაუდასტურდა. დანარჩენ რეგიონებში შემდეგი მონაცემებია: იმერეთი – 537, კახეთი – 398, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 287, შიდა ქართლი – 280, ქვემო ქართლი – 246, გურია – 106, სამცხე-ჯავახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის 47 601 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6627 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1355 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]