weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში, სავარაუდოდ მშენებლობის გამო, საცხოვრებელი კორპუსის წინ ფერდი ჩამოიშალა

23:37 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

თბილისში, საბურთლოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩის N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის წინ ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარის სავარაუდო მიზეზი ამ ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა.

მოქალაქეებმა საცხოვრებელი დატოვეს და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვენ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ხალხს უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ.

„ექსპერტები ადგილზე არიან. დავიწყებთ გარკვევას რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ახლა ნომერ პირველი ამოცანაა, რომ მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ“, – განაცხადა ბენდელიანმა.

ფერდი 12 აგვისტოს, საღამოს ჩამოიშალა. მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ინფორმაციით, ეს შენებარე კორპუსის უკან მოხდა, გაფუჭდა ბუნებრივი აირის მილები და წყალგაყვანილობის სისტემაც.

„ამ პრობლემის შესახებ ადგილობრივ მაცხოვრებლებს არაერთხელ მიუმართავთ თბილისის მერიისთვის, თუმცა პასუხი ის იყო, რომ ხარვეზები არ არსებობდა. დღეს კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ ეს ასე არაა“, – აცხადებს მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]