weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აცრაზე თანხმობა სიცოცხლის არჩევაა – თინა ხიდაშელი

10:20 პარასკევი, 13 აგვისტო 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსი ძალიან მძიმე ფორმით გადაიტანა, ამბობს, რომ 6 თვის შემდეგაც გვერდით მოვლენებს ებრძვის. ის მოქალაქეებს ურჩევს, აიცრან და ნუ გაწირავენ თავს უმძიმესი ხვედრისთვის.

თინა ხიდაშელის თქმით, აცრაზე თანხმობა, სიცოცხლის არჩევაა.

„ახლა, როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ, რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს, ყველას, ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გეშინიათ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ

ახლა, როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ, რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს, ყველას, ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გეშინიათ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ

ქვეყანა ერთი დიდი სიკვდილის ქრონიკად იქცა. ყოველდღიურად, უფრო კი დღეში რამდენჯერმე მორიგ სულისშემძვრელ ისტორიას ვკითხულობ კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებზე. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ჩემიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მე გადავრჩი! მაგრამ უკვე ექვსი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ამ ვერაგ ვირუსს.

არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ, როგორ დასრულდება თქვენი კოვიდ ისტორია - ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, მით უმეტეს ვერც პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები ტელევიზორიდან …

მხოლოდ თქვენ თავად წყვეტთ, როგორი იქნება თქვენი ხვედრი კოვიდით ინფიცირების შემდეგ.

რამდენიმე კვირაა, ვცდილობ, რაღაც დავწერო ვაქცინაციაზე, მინდა, ჩემი ვედრება გაგაგონოთ, რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება. დიახ, სიცოცხლით! ვერაფერს ვწერდი. აცრა რომ უალტერნატივოა, ისეთი მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, რომ არ ვიცი, როგორ უნდა მოგიწოდოთ, როგორ მოგმართოთ.

ახლა, როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ, რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს, ყველას, ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გეშინიათ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ

 ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის; ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით, რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე; ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მედგარი ხასიათი და სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს. აქაც ძალიან კონკურენტუნარიანი ვიყავი.

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა!“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინაღმდეგოდ 715 919 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 218 167 ადამიანი. აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია ვებ-გვერდის booking.moh.gov.ge საშუალებით, ასევე ტელეფონის ნომრებზე - 1522 ან 144-3 დარეკვით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]