5359 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2187, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 813
იმერეთი – 698
კახეთი – 372
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 335
შიდა ქართლი – 307
ქვემო ქართლი – 270
მცხეთა-მთიანეთი – 148
სამცხე-ჯავახეთი – 102
გურია – 92
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 50 192 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 40 148 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 6635 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1327 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 ადამიანი;
- 3409 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში, „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, 471 685 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 415 146 უკვე გამოჯანმრთელდა, 6321 კი გარდაიცვალა.