დაკავებული 59 წლის მამაკაცია და მას ასაფეთქებელი მოწყობილობის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავებიან. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს 23 ვაზნა და ხელყუმბარა აღმოაჩინეს.
„აუცილებელია აღინიშნოს, რომ სონგულია აფხაზეთის სამამულო ომის დროს, გალის მილიციის თანამშრომელი იყო და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს ეხმარებოდა“, – ნათქვამია დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქე 6 აგვისტოს დააკავეს და გალის იზოლატორშია გადაყვანილი. ე.წ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას დე ფაქტო პროკურატურა აწარმოებს.