მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ შეზღუდვების შედეგი დავინახოთ ორი კვირაა საჭირო.
„სწორედ აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული სამკვირიან შეზღუდვაზე, რათა ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ მოსალოდნელ დადებით პროგრესს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო შვიდ დღეში 100 ათას მოსახლეზე გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა.
ამ მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში დღეში ინფიცირების დაახლოებით 4476 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც 100 ათას მოსახლეზე 120 შემთხვევაა. ბოლო 14 დღეში ახალი შემთხვევების რაოდენობა 72%-ით არის გაზრდილი. მაღალია სიკვდილობის მაჩვენებელიც: საქართველოში დღეში საშუალოდ 43 ადამიანი იღუპება კორონავიუსით. 100 ათას მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებელი 1.17%-ს შეადგენს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 5579 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 50 ინფიცირებული. ამ ეტაპზე საქართველოში ინფექციის 53 854 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6835 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1398 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 ადამიანი.
ამ თემაზე: