„ცეცხლი ვენახებისა და მათ გარშემო არსებულ ეკალ-ბარდს მოეკიდა. მთლიანად დაიწვა საფერავისა და რქაწითელის ორი ვენახი, საერთო ჯამში 19 ათმეტრიანი რიგი. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა იმყოფება. ცეცხლს ადგილობრივები და ვენახის პატრონებიც აქრობდნენ. ყურძენი მთლიანად განადგურებულია“, - აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის სრულად არის ჩამქრალი.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 