weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს 23-მა მოქალაქემ ქაბულიდან გამოფრენა ვერ შეძლო – 4 რეისი მათ გარეშე შესრულდა

12:15 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, გუშინ, ავღანეთის დედაქალაქიდან საქართველოს მოქალქეების გამოყვანა ვერ მოხერხდა, რადგან ისინი აეროპორტამდე ვერ მივიდნენ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საუბარია ყოფილ სამხედროებზე, რომელებიც კერძო კომპანიებში კონტრაქტორებად მუშაობდნენ.

როგორც ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოქალქეების მხრიდან მიღებული ინფორმაციით, 17 კონტრაქტორი დასაქმებული იყო კანადურ კომპანიაში, 6 კი – ამერიკულში. ისინი ქაბულის აეროპორტიდან 2 კილომეტრში, სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. გუშინ დილით დაგვირეკეს (სამწუხაროდ, არ ვიცოდით მათი იქ არსებობა) და გვთხოვეს ჩამოყვანა. 2 საათისთვის ჩვენ უკვე უზრუნველყოფილი გვქონდა შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში.

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ დააზუსტა, რომ სულ ოთხი ავიარეისი შესრულდა: გუშინ, 18:00 და 00:00 საათებზე, დღეს კი 04:00 და 06:00 საათებზე.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საუბარი ჰქონდა სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც და მათ დაადასტურეს, რომ გამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან.

„დაგეგმილია კიდევ რამდენიმე რეისი. მათ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან ქაბულში დაძაბული მდგომარეობა იყო და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ ქაბულის აეროპორტში, მიმდინარეობს ეს ოპერაცია და იმედია, უახლოეს მომავალში მიყვანილი იქნებაინ აეროპორტში, საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ალექსანდრე ხვთისიაშვილი ამბობს, მათ წამოსაყვანად ავღანეთში თვითმფრინავს საქართველოს მთავრობაც გაგზავნის.

„ეს გადაწყვეტილება გუშინ იყო მიღებული. უბრალოდ, იცით, ადგილზე სიტუაცია ძალიან რთულია და არეულია. ამიტომ ახლა ავღანეთის მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ჩვენი ბორტის შეფრენის ნებართვა მივიღოთ. ახლა უნდა ვიპოვოთ ხალხი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე. გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ევროპელი პარტნიორები, ამერიკელები, რომ დავალაგოთ ბორტის შესვლის საკითხი“, – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ქაბულზე კონტროლი ისლამისტურმა მოძრაობა „თალიბანმა“ დაამყარა და პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში ქაოსია. სხვადასხვა სახელმწიფოებს ავღანეთიდან საკუთარი დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლები და მოქალაქეები გაჰყავთ. ქვეყნის დატოვებას ცდილობს ათასობით ავღანელიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]