weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით 18 ობიექტი დააჯარიმა

14:36 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, 10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, 30 ეკონომიკური ობიექტი დაჯარიმდა. აქედან 18 იურიდიულ პირს 10 000, ხოლო 12 ფიზიკურ პირს - 2000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი.

„ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირ სიტყვიერი გაფრთხილება“, – აცხადებს შრომის ინსპექცია.

კორონავირუსის პანდემიის გამო „სოციალური ღონისძიებების“ (როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და ა.შ.) გამართვა აკრძალულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტების თუ სხვა სარიტუალო დარბაზების მფლობელები პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორების შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]