weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ექიმმა ვაქცინაზე უარი გითხრათ – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

14:47 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, ექიმის მხრიდან ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვონ წერილობითი ფორმით და დოკუმენტი, მათივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადააგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში დატოვონ.

სამინისტროს ინფორმაციით, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.

„განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყებაში განმარტავენ, რომ არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 16 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ჩატარდა 806 681 აცრა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 238 871  ადამიანი.

დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია 4 დასახელების ვაქცინა: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. აქედან, „ფაიზერით“ აცრა 16 წლიდან არის შესაძლებელი. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]