weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში საველე ჰოსპიტალი მოეწყო, სადაც საშუალო სიმძიმის პაციენტებს მოათავსებენ

18:04 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

თბილისში, დიღმის ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ის 500-მდე ადამიანზეა გათვლილი და პანდემიის გავრცელების შემდეგ პირველი საველე ჰოსპიტალია საქართველოში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი ტიპის დაწესებულების მოწყობა სხვადასხვა ქალაქში მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება შესაძლებელი.

„ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით, ორ დღეში მოხერხდა საველე ჰოსპიტალის გაშლა. მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი, მათ შორის ლაბორატორიული. ყველა საწოლს აქვს ჟანგბადის პორტი. თუ საჭიროება დადგება, ჩვენ მზად ვართ, მოვემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას და არავინ დარჩეს სამედიცინო დახმარების გარეშე.

საველე ჰოსპიტალი მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როდესაც ამისი საჭიროება და აუცილებლობა იქნება.

გვაქვს გამოცდილება და თუ ამის საჭიროება დადგება, ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში სხვადასხვა ქალაქში განვათავსოთ საველე ჰოსპიტლები“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საველე ჰოსპიტალის მომსახურებაში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან.

„საველე ჰოსპიტალის მომსახურეობა არ არის ჩვეულებრივი ჰოსპიტალური სექტორის მომსახურება. აქ არ არის პალატები, არის ერთიანი სივრცე, ერთ ექიმს შეუძლია ერთზე მეტ საწოლს მოემსახუროს. ჯანდაცვის სამინისტროს ყველაფერი გვაქვს გათვლილი. აქ მოხდება საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება. აქ არ იქნება შესაძლებელი ადამიანის დაინტუბირება, დანარჩენ შემთხვევაში ნებისმიერ სიმძიმის პაციენტს შეეძლება აქ განთავსება. ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორი ძლევს ამ პრობლემას, შემოღებულია რეგულაციებიც და იმედი გვაქვს, აღნიშნული ფართი არ დაგვჭირდება. ეს არის დამატებითი ნაბიჯი, თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

დღეს ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 52 141 აქტიური, მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 6986 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პაციენტი. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ 8000 საწოლი არის საწოლფონდის ის მაქსიმალური რაოდენობა, რისი გამოყოფაც ჰოსპიტალურ სექტორს შეუძლია.

დღეს, 16 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა. გასული კვირის დინამიკა ასეთი იყო:

  • 15 აგვისტო (კვირა)– დაინფიცირდა 4314 და გარდაიცვალა 35 ადამიანი
  • 14 აგვისტო (შაბათი) – დაინფიცირდა 5579 და გარდაიცვალა 50 ადამიანი
  • 13 აგვისტო (პარასკევი) – დაინფიცირდა 5359 და გარდაიცვალა 42 ადამიანი
  • 12 აგვისტო (ხუთშაბათი) – დაინფიცირდა 5128 და გარდაიცვალა 49 ადამიანი
  • 11 აგვისტო (ოთხშაბათი) – დაინფიცირდა 5352 და გარდაიცვალა 48 ადამიანი
  • 10 აგვისტო (სამშაბათი) – დაინფიცირდა 5697 და გარდაიცვალა 54 ადამიანი
  • 9 აგვისტო (ორშაბათი) – დაინფიცირდა 2236 და გარდაიცვალა 44 ადამიანი
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]