„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რაც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ჩვენ თვეების მანძილზე, ყოველთვის ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად და აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ე.წ. მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა მოვახდინოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება საწოლფონდს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ მხრივ რთული მდგომარეობაა და „საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით“.
„ჩვენ ვიყენებთ არაერთ მეთოდს, რისი საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების ნაკადების აქტიურ მართვას ჰოსპიტალურ სექტორში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღემდე არცერთი პაციენტი არ დარჩენილა ჰოსპიტალში განთავსების გარეშე. ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 6208 ადამიანს დაუდასტურდა, 47 კი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3539 ინფიცირებული. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 54 763 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6965 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1429 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი.