weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა ჩამოვა, სწავლის განახლების საკითხი დადგება – გამყრელიძე

12:27 სამშაბათი, 17 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ 15 სექტემბრისთვის კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

„ღმერთმა არ ქნას... თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნა 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ველით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ს დაბლა (დღეს გვაქვს დაახლოებით 10%-ის ფარგლებში), მაშინ, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 6208 ადამიანს დაუდასტურდა. სულ 47 872 ტესტი ჩატარდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.97%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 10.63%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 11.14%-ს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 47 ადამიანი გარდაიცვალა, 3539 კი გამოჯანმრთელდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 54 763 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6965 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1429 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]