weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აუცრელი პირები სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფოს ხარჯზე ვეღარ ჩაიტარებენ – გამყრელიძე

13:00 სამშაბათი, 17 აგვისტო 2021

კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფები სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცვლილების ამოქმედება დაახლოებით 15 სექტემბრიდან იგეგმება.

„საკმაოდ დიდი ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში. ბოლო ერთ თვის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასი ყოველდღიური ტესტი (PCR და ანტიგენის ტესტი). სადღაც სექტემბრის 15-დან ვფიქრობთ, რომ ესენციური ჯგუფები, ვინც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით.

მათ ვალდებულება ექნებათ, რომ ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ თუ ორჯერ ვაქცინირებული იქნებიან, მაშინ ამას ისევ სახელმწიფო დააფინანსებს. თუ არ იქნებიან ვაქცინირებული, მაშინ დამსაქმებელმა ან თავად უნდა გადაიხადოს.

სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ უფასოდ მიაწოდოს ვაქცინა და აცრას, კეთილი ინებონ და აიცრან, თუ არადა, ვალდებულებაა, რომ ისინი გარკვეულ პერიოდში (ზოგჯერ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ) ტესტირებული იქნენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ასეთ ესენციურ ჯგუფებში შედიან, მათ შორის, მოლებისა და მაღაზიების თანამშრომლები, მასწავლებლები და პოლიციელები.

„იგივე ჩემი კოლეგები, მაგრამ ჩემს კოლეგებზე გამონაკლისი იქნება, ისინი წინა ხაზზე არიან. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ აიცრან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას. თუ არ აიცრებიან, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავად ან დამსაქმებელი გადაიხდის ტესტირების თანხას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსზე 47 872 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი 6208 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3539 ადამიანი, 47 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]