weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

1 დოზით აცრილებიდან კლინიკაში მოხვდა 2.85%, ხოლო 2 დოზით აცრილებიდან - 2.13% – ტიკარაძე

22:37 სამშაბათი, 17 აგვისტო 2021

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარდა მოკვლევა, კორონავირუსით დაინფიცირებული რამდენი ადამიანი მოხვდა კლინიკებში მათგან, ვინც უკვე აცრილი იყო ვაქცინის თუნდაც ერთი დოზით.

„ვინაიდან მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობაა აცრილი, მოგვეცა საფუძველი დაგვედგინა, თუ როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ 1 ან 2 დოზით აცრილი. გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში (განურჩევლად ვაქცინისა) კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85%, ხოლო ორი დოზით აცრილ პაციენტების 2.13%.

კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანებისა, ვისაც არცერთი ვაქცინა და არცერთი დოზა არ ჰქონდათ ჩატარებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია კოვიდპანდემიის მართვაში და ინფექციისგან თავის დასაცავად.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს გააქტიურდნენ და ჩაერთონ ვაქცინაციაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯამში 831 815 აცრა ჩატარდა. სრულად, ორივე დოზით ვაქცინირებულია 245 207 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, დღეს, 17 აგვისტოს თბილისში ჩატარდა 9868 აცრა, ხოლო რეგიონების მიხედვით შემდეგი მონაცემებია:

აჭარა – 3881

იმერეთი – 3232

შიდა ქართლი – 1535

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1993

კახეთი – 1428

ქვემო ქართლი – 983

სამცხე-ჯავახეთი – 698

მცხეთა-მთიანეთი – 673

გურია – 625

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 167

17 აგვისტოს დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 54 763 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6965 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]