weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

6 მოქალაქე ავღანეთიდან საქართველში დაბრუნდა

10:33 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021

საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან საქართველოში სპეცრეისით, უნგრეთის თვითმფრინავით დაბრუნდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ქაბულში 16 მოქალაქე რჩება.

„აქტიურად ვმუშაობთ მათი ქალაქიდან აეროპორტის ტერიტორიაზე მისაყვანად, სადაც ბაზას უკვე ამერიკის და ბრიტანელი, ასევე თურქი სამხედროები აკონტროლებენ და მერე იქიდან უკვე მოხდება ამ ადამინების გადმოყვანა, გამოფრენა საქართველოში. ჩვენ პარტნიორებთან ვმუშაობთ, პარტნიორ ქვეყნებთან არის დაგეგმილი ათეულობით რეისი, რომელსაც შეიძლება გამოვაყოლოთ ადამიანები. პარალელურად, ჩვენც ვმუშაობთ, რათა საქართველოდან ბორტი გაფრინდეს“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ორი დღის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ქაბულში საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა იქ არსებობის შესახებ არ იცოდნენ. დღეს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ავღანეთში საქართველოს 22 მოქალაქე იყო.

„საქართველოს მოქალაქე არის ავღანეთში 22. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, ერთ-ერთმა ადამიანმა გაავრცელა ვიდეო, რომ მასთან იმყოფება კიდევ ერთ-ერთი ქართველი. მასთანაც მოხდა კომუნიკაცია, შევთავაზეთ ასევე ამ რეისით გამოფრენა, მაგრამ მან გვითხრა, რომ უკვე დაგეგმილია მისი წამოყვანა და ის თვითონ გამოფრინდება იმ კომპანიის საშუალებით, ვისთვისაც მუშაობს“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.

15 აგვისტოს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე კონტროლი ისლამისტურმა მოძრაობა „თალიბანმა“ დაამყარა, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი. ამის შემდეგ ათასობით ადამიანი, რომელსაც ქვეყნის დატოვება სურს, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა. აეროპორტს აშშ-ის სამხედრო ძალაები აკონტროლებენ, რათა ქვეყნიდან მათი მოქალაქეების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების და მათი ადგილობრივი მოკავშირეების ევაკუაცია მოხდეს. საკუთარი მოქალაქეები გამოჰყავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]