ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.40%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.71%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღეში – 11.09%-ს.
5914 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2298 ფიქსირდება. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 877
იმერეთი – 789
კახეთი – 452
ქვემო ქართლი – 355
შიდა ქართლი – 318
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 313
გურია – 188
მცხეთა-მთიანეთი – 140
სამცხე-ჯავახეთი – 122
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 62
ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 57 312 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 46 833 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 7029 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1461 მძიმე პაციენტია, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი;
- 3 450 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სულ 496 376 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 432 506 უკვე გამოჯანმრთელდა, 6532 კი გარდაიცვალა.