აფეთქებამ პირველ სართულზე კედლის ჩამონგრევა და ხანძარი გამოიწვია. დაზიანდა შენობასთან ახლოს მდებარე მაღაზიაც.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზზე მომუშავე წყლის გამათბობლის გაუმართაობა გახდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფი იმყოფებოდა. მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს.