weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რეანიმაციაში მოხვედრილთა შორის ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3% – გაბუნია

11:45 ხუთშაბათი, 19 აგვისტო 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მარტიდან აგვისტომდე კორონავირუსით საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა.

„ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი მარტიდან 17 აგვისტომდე ინფიცირებულების და მათ შორის, აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს იმგვარი სურათი, რომ საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა.

რაც შეეხება რეანიმაციაში მკურნალობას, აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3500-მა პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3%, ანუ ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხვდა რეანიმაციაში ამ 3500 პირიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი იმისთვის, რომ ვაქცინაცია გავიკეთოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გუშინ საქართველოში 26 363 აცრა ჩატარდა. 15 მარტის შემდეგ ჯამურად 883 570 აცრაა გაკეთებული. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.

 

ამ თემაზე:

კორონავირუსის 4921 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 58 ადამიანი გარდაიცვალა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]