weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება

12:44 ხუთშაბათი, 19 აგვისტო 2021

ვაქცინაცია სავალდებულო არცერთ შემთხვევაში არ იქნება. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. პაციენტის უფლებებიდან და საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე ეს არის თოთოეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

რაც შეეხება, 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის დაშვებას, თამარ გაბუნიას თქმით, ამ საკითხზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.

„12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდება „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინებით. ასევე, ჩინეთში ავტორიზაცია მიიღო „სინოფარმის“ ვაქცინამ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ, რაც, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეპიდემიის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასაკობრივი ჯგუფი იყოს თანაბრად მოცული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და დღემდე სრულად (ორივე დოზით) აიცრა 258 303 ადამიანი. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) ორივე დოზით აცრას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]