weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუშინ დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო – გაბუნია

13:28 პარასკევი, 20 აგვისტო 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში, დიღომში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დღეიდან სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. გუშინ საღამოს ბინიდან საველე ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებული გადაიყვანეს.

„გუშინ, საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ჰოსპიტალი დღეიდან სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას“, – განაცხადა თამარ გაუნიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალი დროებითი დაყოვნებისთვისაა გათვალისწინებული: „ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, სადაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო პირობები“.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და გათავისუფლებული ადგილები მაშინვე ივსება.

დღეს საქართველოში კორონავირუსით 58 995 ადამიანია ინფიცირებული. მათგან 7238 მკურნალობას საავადმყოფოში გადის. 1477 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]