weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

სკოლა უსაფრთხო იქნება, თუ იქ დასაქმებულთა 80% აიცრება – გამყრელიძე

15:33 პარასკევი, 20 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლა უსაფრთხოდ ჩაითვლება და საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყება, თუ იქ დასაქმებულთა 80% აცრილი იქნება.

„უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებთ სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის (ვინც სკოლაში მუშაობს და ბავშვებთან შეხება აქვს) 80% აცრილი იქნებიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ დასწრებული სწავლება დაიწყოს. თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნება, როგორიც დღეს არის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს სწავლის დაწყების რეკომენდაციას“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, დღეს სკოლის მასწავლებელთა დაახლოებით 40%-ია აცრილი. ეს იმ ფონზე, როდესაც ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 59 ადამიანი კი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 58 995 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7238 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 48 299 კი – ბინაზე.

მიმდინარე კვირაში კოვიდინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების დინამიკა ასეთია:

  • 19 აგვისტო (ხუთშაბათი) – დაინფიცირდა 4921, გარდაიცვალა 58 ადამიანი
  • 18 აგვისტო (ოთხშაბთი) – დაინფიცირდა 5914, გარდაიცვალა 49 ადამიანი
  • 17 აგვისტო (სამშაბათი) – დაინფიცირდა 6208, გარდაიცვალა 47 ადამიანი
  • 16 აგვისტო (ორშაბათი) – დაინფიცირდა 2676, გარდაიცვალა 30 ადამიანი
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]