ბოლო 24 საათში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 4901 ახალი შემთხვევა, საიდანაც 1930 თბილისშია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 638
აჭარა – 602
კახეთი – 471
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 298
შიდა ქართლი – 272
ქვემო ქართლი – 249
გურია – 157
სამცხე-ჯავახეთი – 130
მცხეთა -მთიანეთი – 114
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 61 236 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც:
- 50 464 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 7273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 1510-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 ადამიანი;
- 3499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 510 941 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 442 956 (86%), ხოლო 6723 (1.32%) გარდაიცვალა.
მიმდინარე კვირაში კოვიდინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების დინამიკა ასეთია:
- 20 აგვისტო (პარასკევი) – დაინფიცირდა 4743, გარდაიცვალა 59 ადამიანი
- 19 აგვისტო (ხუთშაბათი) – დაინფიცირდა 4921, გარდაიცვალა 58 ადამიანი
- 18 აგვისტო (ოთხშაბათი) – დაინფიცირდა 5914, გარდაიცვალა 49 ადამიანი
- 17 აგვისტო (სამშაბათი) – დაინფიცირდა 6208, გარდაიცვალა 47 ადამიანი
- 16 აგვისტო (ორშაბათი) – დაინფიცირდა 2676, გარდაიცვალა 30 ადამიანი