weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჯანდაცვის სამინისტრო მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ – ლომჯარია COVID-ის მართვაზე

14:54 შაბათი, 21 აგვისტო 2021

სახალხო დამცველი საქართველოში შემქნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას აკრიტიკებს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, რის გამოც მხოლოდ ერთ დღეში 74 ადამიანი გარდაიცვალა.

„არ არის სიმართლე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია კოვიდის მართვის პოლიტიკა - მას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით.

ოპოზიციის პოლიტიკა იყო ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა.

ხოლო წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია, მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა.

ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში.

ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა. 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში“, – წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში 61 236 კოვიდინფიცირებულია, რომელთაგან 7273 საავადმყოფოში მკურნალობს. რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 9.7%-ია სრულად, ორივე დოზით აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]