ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 11.3%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.92%-ს, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.80%-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1425, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
აჭარა - 598
იმერეთი - 506
კახეთი - 327
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 246
შიდა ქართლი - 168
ქვემო ქართლი - 163
გურია - 161
სამცხე-ჯავახეთი - 104
მცხეთა-მთიანეთი - 69
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36
საქართველოში კოვიდპანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი ჯამში 514 744 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 448 288 უკვე გამოჯანმრთელდა, 6771 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 59 659 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 48 820 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 7345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3218, აჭარაში - 955, იმერეთში - 1095; ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1547 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 336 პირი;
- 3494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
მიმდინარე კვირაში კოვიდინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების დინამიკა ასეთია:
- 21 აგვისტო (შაბათი) – დაინფიცირდა 4901, გარდაიცვალა 74 ადამიანი
- 20 აგვისტო (პარასკევი) – დაინფიცირდა 4743, გარდაიცვალა 59 ადამიანი
- 19 აგვისტო (ხუთშაბათი) – დაინფიცირდა 4921, გარდაიცვალა 58 ადამიანი
- 18 აგვისტო (ოთხშაბათი) – დაინფიცირდა 5914, გარდაიცვალა 49 ადამიანი
- 17 აგვისტო (სამშაბათი) – დაინფიცირდა 6208, გარდაიცვალა 47 ადამიანი
- 16 აგვისტო (ორშაბათი) – დაინფიცირდა 2676, გარდაიცვალა 30 ადამიანი