ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.29%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 10.94%-ს, ხოლო ბოლო 7 დღის 10.80%-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2354 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 368
იმერეთი – 316
კახეთი – 166
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 156
ქვემო ქართლი – 108
შიდა ქართლი – 108
სამცხე-ჯავახეთი – 75
გურია – 64
მცხეთა-მთიანეთი – 33
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსი სულ 517 098 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 453 488 გამოჯანმრთელდა, 6831 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ინფიცირების 56 753 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 46 007 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 7400 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3204, აჭარაში - 970, იმერეთში - 1133. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1557 პირი, მათ შორის, თბილისში - 632, აჭარაში - 149, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 29, იმერეთში - 37.
- 3346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ 16 670 ადამიანი აიცრა. 15 მარტის შემდეგ ჯამში 979 813 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24%-ია. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.3%-ს შეადგენს.