weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაფიცვის შემდეგ „თბილსერვისის“ თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

17:58 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

თბილისის დასუფთავების სამსახურმა თანამშრომელი, რომელიც 6 აგვისტოს გაფიცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლა. ირაკლი ბაღდავაძეს უკანონო გაფიცვის ორგანიზებაში, თანამშრომლებთან დაპირისპირებასა და მათზე მუქარაში ადანაშაულებენ.

„ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთაღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები, რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ბაღდავაძე პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობის დაწყებას აპირებს. 

„ჩემი გაგდება უკავშირდება იმას, რომ ეს ყველასთვის მაგალითი იყოს - ვინც ხმას ამოიღებს, აი, რა დაემართება. ოფიციალური მიზეზია, ვითომ ხალხში ვქმნი კონფლიქტს. ეს ყველაფერი შეთხზული ბრალდებაა. რამდენიმე ადამიანი ჰყავთ, რომელთაც კარგი ფული გადაუხადეს და შეიძლება ეს მათ ათქმევინონ. ვაცახდებ მშარალ შიმშილობას, არც წყალს დავლევ, არც საჭმელს შევჭმ. ან ჩემი სიცოცხლე, ან სამართალი. დავრჩი უმუშევარი. ქირას ვეღარ გადავიხდი. უიზარმაზარი ბანკის ვალი მაქვს“, – განაცხადა ბაღდავაძემ.

6 აგვისტოს, დილით, დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა და კომპანიის ოფისთან აქციას გამართა. აქციის მონაწილეები ხელფასის 50%-ით მომატებას, ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებას, ტრანსპორტის (ნაგავმზიდი ავტომანქანები) განახლებასა და სეზონის შესაბამისად სამუშაო უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.

9 აგვისტოს გაფიცვა შეწყდა. პროფკავშირების ინფორმაციით, პროტესტი შეთანხმებით დასრულდა, რაც მოიცავდა: საპროტესტო აქციაში მონაწილე პირების ხელშეუხებლობას; მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი განრიგის გაუქმებას და არსებულ განრიგზე დაბრუნებას; 2022 წლის 1 იანვრიდან დასაქმებულთა დაზღვევას; დამატებით ანაზღაურებად შვებულებას, 24 სამუშაო დღესთან ერთად; სპეც-ტანსაცმლის და ავტოპარკის განახლებას; სახელფასო ანაზღაურების გაზრდას.

17 აგვისტოს ირაკლი ბაღდავაძემ დასუფთავების სამსახურში არსებულ პრობლემებსა და შესაძლო კანონდარღვევებზე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა. 20 აგვისტოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და ბაღდავაძის განცხადებებს გაემიჯნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]