weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ფაიზერის“ ვაქცინამ FDA-სგან სრული ავტორიზაცია მიიღო

19:07 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საბოლოო, სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

„საზოგადოებას შეუძლია იყოს ძალიან დარწმუნებული, რომ ეს ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტანდარტებს, რასაც FDA მოითხოვს პროდუქტის დამტკიცებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანმა უსაფრთხოდ უკვე მიიღო COVID-19-ის ვაქცინები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ FDA-ს ამ გადაწყვეტილებამ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მეტად დაარწმუნოს აცრაში“, – განაცხადა FDA-ს მოქმედმა კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

FDA-მ „ფაიზერის“ ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცა, რაც დაახლოებით 37 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებს ეფუძნებოდა. სრული დამტკიცებისთვის კვლევები ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა აშშ-ში, ევროკავშირში,თურქეთში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. კვლევებში 44 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

Pfizer-BioNTech-ის განცხადებით, მონაცემებმა აჩვენა, რომ ინფექციის პრევენციისთვის ვაქცინის ეფექტურობა 91%-ია (95% იყო 2020 წლის დეკემბერში), რაც იმით ახსნეს, რომ მკვლევარებს მეტი დრო ჰქონდათ იმ ადამიანების გამოსავლენად, ვინც აცრის შემდეგ დაინფიცირდა.

მოსალოდნელია, რომ რამდენიმე თვეში ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენებისთვისაც დამტკიცდება. ამ ეტაპზე, ის გადაუდებელი გამოყენებისთვის არის ავტორიზებული.

ამ დროისთვის „ფაიზერის“ ვაქცინით 92 მილიონი ამერიკელია აცრილი. მათი 52% სრულად, ანუ ორივე დოზით არის ვაქცინირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]