weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ეპიდვითარებაში არჩევნების ჩატარება? – ლომჯარია

10:18 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე, მართებულად მიიჩნევს დაიწყოს მსჯელობა 2 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მაშინ, როდესაც დღეში 60-70 ადამიანი იღუპება და არ არის ადამიანების სათანადო რაოდენობა აცრილი, არ შეიძლება, ყველა შეზღუვა მოხსნილი იყოს.

„დღეს, როდესაც 60-70 გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული. მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც - რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება?

რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, ტრაგიკული თუ არა ის, რაც დღეს ხდება? რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა? ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება? ჩვენ ხომ შარშან ძალიან კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ შეიცვალა რიცხვები და როგორ დამძიმდა ეპიდვითარება“, – განაცხადა ლომჯარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ხდება არა ეპიდემიოლოგიური ან მეცნიერული გათვლების თუ დასაბუთების საფუძველზე, არამედ კონკრეტული ადამიანების თუ პოლიტიკური ძალების პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. 

„ზოგადად, არც შეზღუდვების დაწესების და არც მათი მოხსნის დროს, მთავრობა არასოდეს გვეუბნებოდა, თუ რა მონაცმების საფუძველზე იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას, როგორც არის ეს გერმანიაში, ისრაელში და ა.შ. მაგალითად, თუ გადაცემის კოეფიციენტი არის კონკრეტული რიცხვი, საზოგადოებამ იცის, რომ შემოვა კონკრეტული რეგულაციები, შეზღუიდვები და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში აბსოლუტურად პიროვნული გადაწყვეტილებებია მიღებული. ყველაზე უფრო სავალალო იყო ის, რომ ივნისში, როდესაც ჩვენ გვქონდა ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ ხსნიდა საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას, გააუქმა ჯარიმები და ა.შ. ეს იყო სავალალო შეცდომა. ამით საზოგადოებას საფრთხის განცდა მოეხსნა. არ ვიცი, რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება - იყო რაიმე კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ საჯარო სივრცეში კოვიდის გადადება არ ხდება თუ რატომ მოხსნა ეს რეგულაცია, როდესაც თითქმის ნორმად იყო ქცეული საჯარო სივრცეში პირბადის ტარება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველო კორონავირუსის გავრცელების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, საქართველოში ბოლო კვირაში, დღეში ინფიცირების საშუალოდ 4692 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 126 ახალ შემთხვევას უდრის. ამავე მონაცმებით, დღეში კოვიდით იღუპება საშუალოდ 56 ადამიანი.

საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია სრულად აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]