weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისში 5 პირი დააკავეს

10:56 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021

პანკისის ხეობაში, სოფლებში დუისსა და ქორეთში, გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს.

როგორც „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-მუხლით არის დაწყებული. სუს-ში აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

დუისში მცხოვრებმა მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ სპეცოპერაცია დაახლოებით დილის 6 საათზე ჩატარდა. მისივე თქმით, დუისში 2 ადამიანია დაკავებული (ორივე მაჩალიკაშვილი), ქორეთში კი – 3. როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.

დუისში სპეცოპერაცია ორ სახლში ჩატარდა. ვახა მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი სახლიდან ამოღებულია კომპიუტერი და ტელეფონი.

მაჩალიკაშვილი დაკავებებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს: „აქ დანაშაულზე არ არის ლაპარაკი. არჩევნების წინ ასე ხდება ხოლმე, აკავებენ ადამიანებს და შემდეგ თითო ოჯახს 200-300 ხმის მოგროვებას ავალებენ“, – ამბობს ის.

რაც შეეხება სოფელ ქორეთში დაკავებულებს, ერთ-ერთი დაკავებულის მამამ „რეგინფოსთან“ მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი 18-19 წლის ახალგაზრდები არიან.

 

ამ თემაზე:

სუს-ის ცნობით, პანკისში დაკავებული 5 პირი ISIS-ის წევრია და ისინი სირიაში წასვლას გეგმავდნენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]