weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სრულად ვაქცინირებული გიდები ორი თვე შეღავათებით ისარგებლებენ

16:49 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021

კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად (ორივე დოზით) აცრილი გიდები ორი თვის განმავლობაში გარკვეული სახელმწიფო სერვისებით უსასყიდლოდ ისარგებლებენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი.

„ყველა გიდი, რომელიც ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში (სექტემბერი - ოქტომბრის პერიოდში) ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, როგორიცაა მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები, სრულიად უსასყიდლოდ. ეს ნიშნავს, რომ ყველა გიდი, რომელსაც აქვს სრული ვაქცინაცია ჩატარებული ან ჩაიტარებს, ამ ობიექტზე შევა უსასყიდლოდ. იცით, რომ გიდებს განსაკუთრებით უწევთ ამ სამ ობიეტზე ძალიან ხშირი ვიზიტი. ეს დაკავშირებულია ფინანსებთან და შესაბამისად, დარგთან ერთად ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი სტიმული“, – განაცხადა ქვრივიშვილმა. 

მისივე თქმით, ტურიზმში დასაქმებულები „ფრონტის წინა ხაზზე არიან“, შეხება აქვთ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტებთან და ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი უმეტესობა, 100% თუ არა, იყოს ვაქცინირებული.

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 10.7%-ია (306 151 ადამიანი) სრულად აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]