weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სავარაუდოდ სექტემბერში Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა

10:19 ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2021

„ახლა, სექტემბრიდან, ალბათ, 50 ათასი დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ (Johnson & Johnson) ვაქცინა შემოვა. გერმანიის მთავრობის დახმარება იქნება. ეს ისეთი ვაქცინაა, ერთჯერადად კეთდება და არა ორჯერადად“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, საქართველომ მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა იყიდა, ნახევარი მილიონი დოზა კი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან დახმარების სახით მიიღო. გარდა ამისა, ნაყიდია 600 ათასი დოზა „სინოფარმი“ და მილიონი დოზა „სინოვაკი“, 100 ათასი დოზა „სინოვაკი“ კი საქართველოს ჩინეთის მთავრობამ აჩუქა. ამასთან COVAX-ის პლატფორმიდან საქართველომ 29 ათასი დოზა „ფაიზერი“ და დაახლოებით 140 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“ მიიღო.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ თუ დაიწევს ბავშვების ასაკი, დამატებით 4 წლის კოჰორტის ვაქცინა დაგვჭირდება. თუ ბუსტერზე იქნება საუბარი, ალბათ, კიდევ დამატებით.

ჩემი გათვლებით, აგვისტოში დავხარჯავთ ნახევარ მილიონ დოზა „ფაიზერს“. ამ თვის ბოლომდე უნდა შემოვიდეს სრულად „ფაიზერი“. მილიონი დოზით შევხვდებით სექტემბერს. აქედან 300 000 იქნება მეორე დოზებისთვის და 350 ათასი ადამიანი დამატებით შეგვიძლია ავცრათ სექტემბერში ორჯერადად. ამიტომ გთხოვთ, მეტ აქტივობას.

თუ სექტემბერში მილიონ დოზას გავაკეთებთ, ანუ 500 ათას ადამიანს ავცრით, სექტემბრის ბოლოს სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას.

რაც შეეხება ბუსტერს, ეს აქტიურად განიხილება ბევრ ქვეყანაში. ეს, ალბათ, როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდან, ისე ჩემი პირადი მოსაზრებით, საჭირო გახდება ისევე, როგორც გრიპის დროს ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებთ ვაქცინას, ეს ბუსტერია ყოველწლიური, აქაც საჭირო გახდება, რადგან ესეც რესპირაციული ვირუსია. ეს იქნება 6 თვის, 8 თვის, 10 თვის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნები თავისი კვლევების საფუძველზე ამბობენ, მაგრამ დღეს - არა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 010 096 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 24.6%), სრულად ვაქცინირებულია 306 151 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 10.7%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]