ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.52%-ია, ბოლო 14 დღის – 10.84%, ხოლო 7 დღის – 10.57%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5021 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2030 ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 599
იმერეთი – 598
კახეთი – 446
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 336
ქვემო ქართლი – 333
შიდა ქართლი – 331
მცხეთა-მთიანეთი – 114
გურია – 111
სამცხე-ჯავახეთი – 90
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი სულ 528 043-ს ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 463 306 გამოჯანმრთელდა, 6949 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 57 762 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც:
- 47 102 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 7356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3107, აჭარაში – 1046, იმერეთში – 1102. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1556 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 164, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პაციენტი;
- 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცმეებით, გუშინ, 24 აგვისტოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 28 196 ადამიანმა გაიკეთა. ქვეყანაში ჩატარებულია 1 038 292 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 25.2%), ხოლო სრულად (ორივე დოზით) – 318 912 (მოზრდილი მოსახლეობის 11.2%).