ინციდენტი 30 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა. სახლში მას ყოფილი სიდედრი და მეზობელი ქალი დახვდნენ, რომლებსაც ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.