weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში 19 წლის კოვიდინფიცირებული მშობიარობის შემდეგ დაიღუპა

11:03 პარასკევი, 27 აგვისტო 2021

თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ დაიღუპა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, გოგონა მათთან 30 ივლისს მოათავსეს. „ჩვენთან შემოსვლისას კოვიდინფექცია დადასტურებული ჰქონდა. სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული პრობლემები აღენიშნებოდა. 1-ელ აგვისტოს საკეისრო კვეთა ჩატარდა. მდგომარეობა დამძიმდა და სხვა ორგანოებიც მოიცვა. სამწუხაროდ, გუშინ, ღამით გარდაიცვალა“, - აღნიშნა ალექსი ვაჩაძემ.

რატომ დაგვიანდა ორსულთა ვაქცინაცია საქართველოში? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში ორსულთა ვაქცინაცია დაშვებულია სამი ვაქცინით - Pfizer, Moderna და AstraZeneca. ორსულებს ჩინური ვაქცინით ვერ აცრიდნენ, AstraZeneca-ს შემთხვევაში კი ასაკობრივი ზღვარი არსებობს, 45 წელი.

„Pfizer-ის მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში ივნისი-ივლისის პერიოდში შემოვიდა. ამიტომაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები. ამასთან, სამწუხაროდ ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. არის Pfizer-ის შესაბამისი მარაგი ქვეყანაში, რომ ისინი აიცრან. აცრა სწორედ იცავს ორსულს. ორსული მოგეხსენებათ მომატებული რისკია ყოველგვარი ინფექციური დაავადებისა, მათ შორის კოვიდისაც“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით 13 ორსული გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 031 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 73 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]