weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აგვისტოში კორონავირუსით 1281 ადამიანი გარდაიცვალა

13:38 პარასკევი, 27 აგვისტო 2021

1-ლი აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით 1 281 ადამიანი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში მკურნალობს 7 493 პაციენტი, მათგან 1 584-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 369 ადამიანი იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის სტატისტიკის კლება მოსალოდნელი არ არის.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 031 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 73 ადამიანი; ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 639 შემთხვევა, იმერეთში – 493, აჭარაში – 449, კახეთში – 343, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294, ქვემო ქართლში – 247, შიდა ქართლში – 222, გურიაში – 127, სამცხე-ჯავახეთში -100, მცხეთა-მთიანეთში – 83, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 34.

  • 27 აგვისტო - გამოვლინდა 4031 შემთხვევა, დაიღუპა 73 ადამიანი;
  • 26 აგვისტო - გამოვლინდა 4128 შემთხვევა, დაიღუპა 79 ადამიანი;
  • 25 აგვისტო - გამოვლინდა 5021 შემთხვევა, დაიღუპა 58 ადამიანი;
  • 24 აგვისტო - გამოვლინდა 5924 შემთხვევა, დაიღუპა 60 ადამიანი;
  • 23 აგვისტო - გამოვლინდა 2354 შემთხვევა, დაიღუპა 60 ადამიანი;
  • 22 აგვისტო - გამოვლინდა 3803 შემთხვევა, დაიღუპა 48 ადამიანი;
  • 21 აგვისტო - გამოვლინდა 4901 შემთხვევა, დაიღუპა 74 ადამიანი;
  • 20 აგვისტო - გამოვლინდა 4743 შემთხვევა, დაიღუპა 59 ადამიანი;
  • 19 აგვისტო - გამოვლინდა 4921 შემთხვევა, დაიღუპა 58 ადამიანი;
  • 18 აგვისტო - გამოვლინდა 5914 შემთხვევა, დაიღუპა 49 ადამიანი;
  • 17 აგვისტო - გამოვლინდა 6208 შემთხვევა, დაიღუპა 47 ადამიანი;
  • 16 აგვისტო - გამოვლინდა 2676 შემთხვევა, დაიღუპა 30 ადამიანი;
  • 15 აგვისტო - გამოვლინდა 4314 შემთხვევა, დაიღუპა 35 ადამიანი;
  • 14 აგვისტო - გამოვლინდა 5579 შემთხვევა, დაიღუპა 50 ადამიანი;
  • 13 აგვისტო - გამოვლინდა 5359 შემთხვევა, დაიღუპა 42 ადამიანი;
  • 12 აგვისტო - გამოვლინდა 5128 შემთხვევა, დაიღუპა 49 ადამიანი;
  • 11 აგვისტო - გამოვლინდა 5352 შემთხვევა, დაიღუპა 48 ადამიანი;
  • 10 აგვისტო - გამოვლინდა 5697 შემთხვევა, დაიღუპა 54 ადამიანი;
  • 9 აგვისტო - გამოვლინდა 2236 შემთხვევა, დაიღუპა 44 ადამიანი;
  • 8 აგვისტო - გამოვლინდა 3344 შემთხვევა, დაიღუპა 30 ადამიანი;
  • 7 აგვისტო - გამოვლინდა 4216 შემთხვევა, დაიღუპა 38 ადამიანი;
  • 6 აგვისტო - გამოვლინდა 3780 შემთხვევა, დაიღუპა 30 ადამიანი;
  • 5 აგვისტო - გამოვლინდა 3670 შემთხვევა, დაიღუპა 38 ადამიანი;
  • 4 აგვისტო - გამოვლინდა 4233 შემთხვევა, დაიღუპა 38 ადამიანი;
  • 3 აგვისტო - გამოვლინდა 4827 შემთხვევა, დაიღუპა 34 ადამიანი;
  • 2 აგვისტო - გამოვლინდა 1655 შემთხვევა, დაიღუპა 23 ადამიანი;
  • 1 აგვისტო - გამოვლინდა 2654 შემთხვევა, დაიღუპა 33 ადამიანი;

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება შესაძლებელია სინოფარმის, სინოვაკის, პფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებით.

27 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 095 069  აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3 %; სრულად ვაქცინირებულია 345 315  ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%. ასაცრელად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge/

ვაქცინაცია შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე.
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00-მდე შესვენების გარეშე.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე.
  • „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ასტრაზენეკათი, პფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30-მდე.
  • სავაჭრო ცენრი „ლილო მოლი“ (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია სინოვაკით ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00.
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე.
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.
  • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი (თამარ მეფის ქუჩა 59) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ყოვე დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00-მდე.
  • ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა (აკ. წერეთლის ქუჩა 4) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00-მდე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]