მისივე თქმით, იგივე შეხედულება აქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში და დასწრებული სწავლებისთვის რამდენიმე კრიტერიუმი უნდა იყოს დაკმაყოფილებული.
„მარტო პროფესოსორ-მასწავლებლების ვაქცინაცია არ იქნება საკმარისი, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები.
ქვეყანაში 150 000 სტუდენტია. ესენი ყველანი ახალგაზრდები არიან, დელტა შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია.
ამიტომ, სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი, ყველა სკოლა, იყოს უსაფრთხო“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 031 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 73 ადამიანი. სულ აგვისტოს თვეში კორონავირუსით 1281 ადამიანია დაიღუპა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის სტატისტიკის კლება მოსალოდნელი არ არის.
საავადმყოფოებში მკურნალობს 7 493 პაციენტი, მათგან 1 584-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 369 ადამიანი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 536 202 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 473 502 პაციენტი, გარდაიცვალა 7 101.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 9,43 %, ბოლო 14 დღის - 10,7 %, ბოლო 7 დღის - 10,4 %.
27 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 095 069 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3 %; სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%. ასაცრელად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge/ ზოგიერთ დაწესებულებაში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.