weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასკოლო გარემოში სწავლის დაწყება ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე ვერ მოხდება – გაბუნია

16:05 ორშაბათი, 30 აგვისტო 2021

„შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანელი მდგომარეობით, სიტუაცია არის საკმაოდ რთული. კლინიკები გადატვირთულია. თითქმის 8700-მდეა მობილიზებული საწოლების რაოდენობა. სრული დატვირთვით მუშაობს სექტორი. ამდენად ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

სკოლებში დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გაბუნიამ აღნიშნა, საკითხს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გაჟღერდება. დასწრებული სწავლის წინაპირობა სკოლის პერსონალის ვაქცინაციის სტატუსი და ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება.

„სასკოლო გარემოში სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, არის ყველასთვის ყველაზე სასურველი მოდელი და ამ მიდომას მხარს უჭერენ UNICEF-ი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდ-რეგულაციები, ეს არის სწავლა სასკოლო გარემოში. ასე იყო პანდემიის პირველი დღეებიდან.

ის პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია.

ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. ასევე, ვაქცინაციის სტატუსი. პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, „ეპიდემიური მაჩვენებლები მიუთთებს, პიკი გარკვეულწილად უკვე დადგა და ახლა უნდა ვიყოთ დაღმასვლის პერიოდში“.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1915 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 78 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღეისთვის ქვეყანაში ინფიცირების 49 017 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7660 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1660 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი. რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.4%-ია. გუშინ, 29 აგვისტოს, 17 670 ადამიანი აიცრა.

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება.

 

ამ თემაზე:

მთავარი ამოცანა სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განათლების მიცემა უნდა იყოს – ჰანს კლუგე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]