weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ია – იუსტიციის სამინისტრო

18:58 ორშაბათი, 30 აგვისტო 2021

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში კოვიდინფიცირებული 105 პატიმარია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ია. ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, 66 ინფიცირებული თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, 39 კი ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება.

„შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლად დაკავებულ პირებში გამოვლინდა. პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლად დაკავებულები სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება.

ამჟამად, 105 კოვიდინფიცირებულიდან 66 თბილისისი ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა მათგან 52 ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში იმყოფება. 39 კოვიდ ინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.

ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%-მდე.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ციხეებში კოვიდაფეთქებაა და პატიმრები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ამასთან დაკავშირებით, პარტია გამოვიდა ამნისტიის ინიციატივით, რაც მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანების გათავისუფლებას გულისხმობს.

„დღეს სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ თითოეული მათგანის სიცოცხლე. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო იქიდან გამომდინარე, თუ რა რაოდენობის პატიმრის ოჯახის წევრი გვიკავშირდება, ეს მასშტაბი არ არის მცირე. ისინი არიან ძალიან ბევრი და ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]