weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვინ შეძლებს პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას | იუსტიციის სამინისტროს აქცია

19:28 ორშაბათი, 30 აგვისტო 2021

პირველი სექტემბრიდან ერთი თვის განმავლობაში გარკვეული პირები პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აქციის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. 

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:

  • საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;
  • არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1-ელ ოქტომბრამდე, უსრულდებათ 18 წელი;
  • მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
  • საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
  • მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;
  • მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი;
  • ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს. ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა.

დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, აქციით სარგებლობის მსურველებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 032 2 40 10 10.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]