weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

13:02 სამშაბათი, 31 აგვისტო 2021

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე 14 აგვისტოდან დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

საბჭოს მიერ დღეს მიღებული სხვა გადაწყვეტილებებია:

  • სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე;
  • 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საბავშვო ბაღებს;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დაიცვან სოციალური დისტაცია და აქტიურად ჩაერთვნენ ვაქცინაციის პროცესში.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ინფიცირების 4778 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 48 963 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7457 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1650 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]