weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება

13:42 სამშაბათი, 31 აგვისტო 2021

სკოლები, ასევე უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბერს დასწრებული სწავლების განახლებასთან დაკავშირებით დიფერენცირებული მიდგომა იქნება.

დღეს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა:

„იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, 4 ოქტომბერს სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება კვლავ დისტანციურ ფორმატში.

როგორც იცით, ამჟამად საქართველოში, სხვადასხვა შტამებს შორის „დელტა“ შტამი შეადგენს 90%-ს და ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს. შესაბამისად, ბავშვების ჯანმრთელობა, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამის საფუძველზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლაში მასწავლებლების 100%-იც რომ იყოს აცრილი, თუ სკოლა მდებარეობს იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც „ინფიცირების მაჩვენებელი“ 4%-ზე მეტია, სკოლაში ვირუსის შესვლის საშიშროება მაღალი რჩება.

„შესაბამისად, 4%-იანი კრიტერიუმი არის ის, რომელსაც დავეყრდნობით 4 ოქტომბრის შემდეგ“, აღნიშნა განათლების მინისტრმა.

12 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის შესახებ ჩხენკელმა თქვა: „როგორც კი ჯანმოს მიერ მიღებული იქნება, რომ ნებადართულია 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა, ეს მოხდება საქართველოშიც“.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განსხვავებული რეგულაციები შეეხებათ მედიცინის პროგრამის სტუდენტებს. კერძოდ, უნივერსიტეტებს და კოლეჯებს უფლება ექნებათ, კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები ჩაატარონ დასწრებული ფორმატით იმ პირობით, რომ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იქნებიან ორჯერადად აცრილები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]