weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაქცინაციის ყალბი საბუთის დამზადება-გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს

15:08 სამშაბათი, 31 აგვისტო 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი საბუთის დამზადება-გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს. 

სუს-ის ინფორმაციით, ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა „კოვიდ 19“-ის საწინააღდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]