weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღარიბაშვილის თქმით, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი

13:24 ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და განაცხადა, რომ საუკუნის პროექტი ხორციელდება.

ღარიბაშვილის თქმით, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტი 2 მილიარდი ლარი ჯდება და ის 2024 წელს სრულად დასრულება.

„ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა და შეიძლება ითქვას, რომ სირთულის მიხედვით მთელს ევროპაში გამოირჩევა. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში შეეძლებათ ჩასვლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სექტემბერში ახალი გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა იგეგმება, რომელიც 6 ხიდისა და 3 გვირაბისაგან შედგება.

სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კილომეტრიან, ხევი-უბისას 12.2 კილომეტრიან, უბისა-შორაპნის 13 კილომეტრიან და შორაპანი-არგვეთას 14.7კილომეტრიან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.

საერთო ჯამში რიკოთზე დაგეგმილია 51.6 კილომეტრამდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად 2021-2024 წლებშია დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]