weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მედიააკადემიის“ დირექტორად შორენა შავერდაშვილი დაინიშნა

14:24 ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის მიერ 2018 წელს დაფუძნებული ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ აღმასრულებელ დირექტორად შორენა შავერდაშვილი დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე დავით კაკაბაძე შეცვალა.

შორენა შავერდაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა. ორგანიზაციის დირექტორის ცვლილების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დღეს მიმართეს.

„შორენა შავერდაშვილს მედიის მიმართულებით 19-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ და ყოველკვირეული პოლიტიკური ონლაინ გამოცემა „ლიბერალის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო. 2010-2011 წლებში შავერდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ხოლო 2008-2011 წლებში მედია ადვოკატირების ჯგუფი „მედიაკლუბისა“ და „დეკომ მედია ჰაუსის“ თანადამფუძნებელი იყო. ის ასევე „ინტერნიუს საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორად და პროდიუსერის ასისტენტად მუშაობდა.

შავერდაშვილი წლების განმავლობაში სტამბის „სეზანი“ გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა, შემდგომ კი გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ მმართველი პარტნიორი გახდა. შორენა შავერდაშვილს მედიააკადემიასთან თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს, ის მედიაწიგნიერების კონკურსის - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჟიურის წევრი იყო.

შორენა შავერდაშვილი 1997-2001 წლებში ბოსტონში თავთსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1997 წელს კი ნიქოზიაში საშუალო სკოლა დაამთავრა. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით დაფუძნდა. მას ეკუთვნის რამდენიმე პლატფორმა: მედიასკოლა - ჟურნალისტების, პროდუსერებისა და მედიამენეჯერების გადასამზადებლად; მედიალაბი - ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდასაჭერად და დასაფინანსებლად; მედიაკრიტიკა - მედიაპროდუქტების გასაანალიზებლად და შესაფასებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]