weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო დაიღუპა

12:14 ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021

ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ კორონავირუსით ინფიცირებული 20 წლის გოგო დაიღუპა. ის აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გუშინწინ, 31 აგვისტოს შეიყვანეს, გუშინ კი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იყო.

„პაციენტს უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა დამძიმდა და პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. გარდაცვალება დაფიქსირდა გუშინ, პირველ სექტემბერს“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით – 81.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]